10 მარტი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული "ჰაიდენჰაიმის" თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის დაბადების დღეა.
ქართველი ფორვარდი 31 წლის გახდა.
ბუდუს განსაკუთრებულად მიულოცა თავისმა კლუბმა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: "გილოცავთ ბუდუ!
ჰაიდენჰაიმის 12 ნომერს, ქართველ რაკეტას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ"