მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა და მისმა მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა ბრაზილიის ნაკრების საბოლოო განაცხადი დაასახელა.
აღნიშნულ განაცხადში ყველაზე მთავარი ამბავი ისაა, რომ ნაკრებში ნეიმარი დაბრუნდა.
როგორც ჩანს, ნეიმარის მხრიდან ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნება და ფორმის დაბრუნების მცდელობა დორივალ ჟუნიორისთვის საკმარისია იმისათვის, რათა ფეხბურთელი ნაკრებში დაბრუნდეს.