როგორც მოგეხსენებათ, გუშინ არგენტინამ პოლონეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა. იქ მათი მეტოქე ავსტრალია იქნება.
გუშინდელ შეხვედრაში ცხადი, ლიონელ მესი ძირითად შემადგენლობაში იყო. მან არგენტინის მაისური მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკვე ოცდამეორედ მოირგო, რითიც დიეგო მარადონას გადაუსწრო.
"ვფიქრობ, რომ დიეგო ჩემი ამ მიღწევით ძალიან ბედნიერი იქნებოდა. იგი მუდამ მგულშემატკივრობდა და უხაროდა ჩემი წარმატება. სასიამოვნოა, რომ ასეთ რეკორდს მივაღწიე"- განაცხადა მესიმ პოლონეთთან მატჩის შემდგომ.