საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია აფხაზეთზე ემოციურ კომენტარს აკეთებს.
დღე არ გავა, აფხაზეთზე, ჩემს სახლზე არ ვიფიქრო. ღმერთმა ქნას, საქართველო გაერთიანდეს და ხალხი დაბრუნდეს. ჩვენს გმირებს ტყუილად არ უბრძოლიათ. ასევე იყვნენ დიდგორზე, ბასიანის ბრძოლისას...
ისტორია გრძელდება. იცით, ხალხს რომ ვუყურებ, მათი გაჭირვების ატანა მიმძიმს. ამ ხალხს ქვეყანა ისე ვერ დაეხმარა, როგორც იმსახურებდნენ.
- ამბობს თემურ ქეცბაია.