საფრანგეთის 23-ე ტურის შეხვედრაში ქართველების დუელი შედგა, სადაც გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ორივე ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემები მიითვალეს, ხვიჩა კი შეხვედრის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
კვარაცხელიაზე მატჩის დასრულების შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც ისაუბრა.
"თითოეულ მოთამაშეზე ვცდილობთ ისეთ პირობებში ჩავაყენოთ, რომ საუკეთესოდ ითამაშონ.
ის ჯერ კიდევ იზრდება და ადაპტაციის პროცესშია, რომელიც მთლად 100%-ით არ გაუვლია. ვეძებთ გამოსავალს, გუნდურ გადაწყვეტილებებს, რათა ყველა მატჩში კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს", - განაცხადა ენრიკემ.