ნიუკასლის კარში 3 გოლის გატანის შემდეგ პრემიერ ლიგამ ომარ მარმუშზე საუბარი აღმატებულად დაიწყო.
რამდენად შეძლებს მარმუში იმას, რომ ლიგის ახალი ფარაონი გახდეს და მოჰამედ სალაჰის გზა გააგრძელოს? ამასთან დაკავშირებით კომენტარი პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
სალაჰი ამ ყველაფერს ყველაზე რთულ ლიგაში ძალიან ბევრი წელია აკეთებს, ახლა კი მარმუშის დროა, რომ საკუთარი ძალები დაამტკიცოს.
ომარი გერმანიაში საოცრად გამოიყურებოდა, მისი ახლანდელი თამაში და პერფორმანსი კი მის მომავალს განსაზღვრავს.