"ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება" - რა თქვა ენრიკემ მატჩის შემდეგ ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება" - რა თქვა ენრიკემ მატჩის შემდეგ ხვიჩაზე

"ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება" - რა თქვა ენრიკემ მატჩის შემდეგ ხვიჩაზე
20-02-2025, 12:27
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტი 7:0 გაანადგურა, კვარამ კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელია არის ტოპ ფეხბურთელი. მას კიდევ სჭირდება დრო, რათა ადაპტაცია ბოლომდე გაიაროს. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ საკუთარი კლასი გამოავლინოს და გუნდს დაეხმაროს.

ის მაშინაც კი ჩამორბოდა დაცვაში გუნდელების დასახმარებლად, როცა ანგარიში უკვე 7:0 იყო. ეს არის მენტალიტეტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

- თქვა ენრიკემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი