"ველოდები მთავარ მწვრთნელად დანიშვნას" - სად მიდის თემურ ქეცბაია » სპორტის ხაზი

"ველოდები მთავარ მწვრთნელად დანიშვნას" - სად მიდის თემურ ქეცბაია

"ველოდები მთავარ მწვრთნელად დანიშვნას" - სად მიდის თემურ ქეცბაია
17-02-2025, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თემურ ქეცბაია სამუშაოდ შოტლანდიაში მიდის.

მალე გაირკვევა, დავინიშნები თუ არა „მოზერველის“ მწვრთნელად, ველოდები მოვლენების განვითარებას. კვიპროსის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ საქართველოდან და საბერძნეთიდან მქონდა შეთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი.

ადრე განვაცხადე, რომ საბერძნეთში მწვრთნელად არასდროს დავბრუნდებოდი. კვიპროსზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დავიმსახურე ევროპის წამყვან ლიგაში მუშაობა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა. ჩემი აზრით, უცხოეთში კვიპროსულ ფეხბურთს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ეს თავის როლს თამაშობს.

როდესაც საქმე მწვრთნელს ეხება, მნიშვნელოვანია, რომელი ქვეყნიდან არის ის, უპირატესობას ესპანელებსა და პორტუგალიელებს ანიჭებენ. მაგალითად, ესპანელი რომ ვიყო, ძალიან დიდი გუნდის მწვრთნელი ვიქნებოდი.

- ამბობს თემურ ქეცბაია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი