მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა რუსულ RB Sport-თან საუბრისას სკანდალური განცხადება გააკეთა.
დიდი იმედი მაქვს, რომ 2025 წელს რუსი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთში ითამაშებენ! ამხანაგური მატჩის ჩატარების იდეას ბევრმა გულშემატკივარმა და ჟურნალისტმა დაუჭირა მხარი.
მაქვს ინფორმაცია, რომ 2025 წელს საქართველოში შესაძლოა ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ არიან მდიდარი და ქველმოქმედი ხალხი, რომელთაც ეს სურთ. არ ვიცი, ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ ასეთი სურვილი არსებობს და ეს გრანდიოზული ღონისძიება იქნება.
- ამბობს კავაზაშვილი.