შევჩენკოს ყოფილი თანაგუნდელი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინელი ფეხბურთელის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.
„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია
პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს".
წყარო: interpressnews.ge