უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ თავისთვის გამორჩეული და ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა.
ოქროს ბურთის გამარჯვებულს შეკითხვა მილანურ დაცვაზეც დაუსვეს, რომელზეც მას ნესტას, სტამის, კოსტაკურტას, მალდინისა და კალაძეს შორის საუკეთესო უნდა აერჩია.
2000-იანების გამორჩეულმა თავდამსხმელმა თქვა, რომ მისთვის აღნიშნული სიიდან გამორჩეულები ალესანდრო ნესტა და პაოლო მალდინი არიან.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძესა და ანდრეი შევჩენკოს ერთად სწორედ მილანში აქვთ ნათამაშები.