იტალიელი ჟურნალისტი მარკო აცი ნაპოლი სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს.
"ნაპოლის შეტევა კვარაცხელიას წასვლით ძალიან დასუსტდა - კლუბს, კი რომელსაც სკუდეტოს მოგების ამბიცია აქვს, ან ქართველი უნდა შეენარჩუნებინა, ან მისი ღირსეული შემცვლელი მოეყვანა, რაც ვერ შეძლეს.
სატრანსფერო ბაზარზე ნაპოლი ისე არ მოქმედებდა, როგორც მოქმედებს კლუბი, რომელსაც ისტორიის დაწერა სურს", - განაცხადა აციმ.
ცნობისთვის, 24 ტურის შემდეგ ნაპოლი იტალიის სერი ა-ს 55 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უშუალო კონკურენტ ინტერს 1 ქულით უსწრებს.