იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელია-დევიდ ნერეშის კონკურენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"ნერეშის და კვარაცხელიას კონკურენციაზე იმის თქმა შემიძლია, რომ მათ შორის ღირებულებებსა და დონეებში ძალიან დიდი სხვაობაა.
ნერეში არ არის ხვიჩასავით ძვირფაში მოთამაშე - ქართველი ტექნიკურად ბევრად უკეთესია, ნერეში მართალია ფეთქებადი მოთამაშეა, მაგრამ ეს მხოლოდ 3 წუთს გრძელდება და მომდევნო 20 წუთი შეიძლება ბურთს საერთოდ არ შეეხოს", - განაცხადა ფედელემ.