არ გვეშვებიან - გალათასარაი უარით კიდევ ერთმა ქართველმა გაისტუმრა! » სპორტის ხაზი

არ გვეშვებიან - გალათასარაი უარით კიდევ ერთმა ქართველმა გაისტუმრა!

არ გვეშვებიან - გალათასარაი უარით კიდევ ერთმა ქართველმა გაისტუმრა!
გუშინ, 17:54
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, Geo Team-მა დაწერა, რომ რომაში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, საბა გოგლიჩიძემ წინადადება გალათასარაისგან მიიღო, რომელიც ქართველმა მცველმა უარით გაისტუმრა.

დღეს, გალათასარაიმ ემპოლის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მიმართა და აცნობა, რომ მზად იყვნენ ქართველ მცველში 12 მილიონი გადაეხადათ.

როგორც შევიტყვეთ, თავად ფეხბურთელმა წინადადებაზე უარი თქვა. გუშინ რომამ გალათასარაიდან დანიელი მცველი ვიქტორ ნელსონი დაიმატა. სწორედ მის მთავარ შემცვლელად განიხილავდა თურქული კლუბი საბა გოგლიჩიძეს.

- წერს ქართული გვერდი.

ამავე წყაროს თქმით, საბა გოგლიჩიძე რომაში სატრანსფერო ფასის გადაუხდელობის გამო ვერ გადავიდა. საქმე ისაა, რომ რომაელები ფულს ზაფხულისთვის იხდიდნენ, ემპოლის კი შემოსავლის მიღება ახლავე სურდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი