ქართველი ფეხბურთელი, შალვა ოგბაიძე ბერლინის ჰერტას ფეხბურთელი გახდა (მეორე გუნდი), რის შესახებაც ინფორმაცია ამავე კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გერმანულ კლუბთან 1.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ახალ გუნდში 5-ნომრიან მაისურს მოირგებს.
სხვათა შორის, ოგბაიძის დებიუტი ჰერტა 2-ში უკვე შედგა. გერმანიის რეგიონული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში პლაუენთან 3:1 მოგებულ მატჩში ოგბაიძე მინდორზე 67-ე წუთზე შევიდა.
ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელმა კარიერა ბერლინის დინამოს ასაკობრივ გუნდში დაიწყო.