საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის ჩემპიონმა, დინამო თბილისმა შვეიცარიული კრინსის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.
ქართულმა კლუბმა აღნიშნული მეტოქის დამარცხება სოლიდური სხვაობით შეძლო, 2:0, გოლები კი თორნიკე მორჩილაძისგან 70 და 74-ე წუთებზე ვიხილეთ.
ახლა დინამოელი ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და 4 თებერვლიდან შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებენ.
დედაქალაქელები კიდევ გამართავენ ამხანაგურ მატჩებს, მეტოქეთა შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით დაზუსტდება.