ნოტინგემ ფორესტისთვის პრემიერ ლიგაში ზღაპრული სეზონი გრძელდება. ამჯერად ფორესტმა ბრაიტონი 7:0 გაანადგურა.
შეხვედრაში საუკეთესო პერფორმანსი კრის ვუდმა აჩვენა, რომელმაც მეტოქეს 3 გოლი გაუტანა, შეფასების დონეზე კი 9.1 სარეიტინგო ქულა მიიღო.
ეშპირიტუ სანტუს გუნდი ამ მომენტისთვის ინგლისის ჩემპიონატის მე-3 ადგილს 47 ქულით იკავებს. თუ გუნდი ასე გააგრძელებს, საკმაოდ დიდი შანსი იქნება იმისა, რომ ნოტინგემი ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ.