ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი, რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს.
ჩემი აზრით, ეს ტრანსფერი კლუბს დიდად გააძლიერებს. ხვიჩას მოუწევს, რომ პსჟ-სთან ადაპტაცია მალევე გაიაროს, თუმცა ის ამას იტალიაში გატარებული პერიოდის დახმარებით შეძლებს.
სიმართლე გითხრათ, ხვიჩა მართლაც მაგონებს ფრანკ რიბერის. ამ ბიჭს შესანიშნავი ხასიათი, გონება და ძალა აქვს.
- თქვა რუდი გარსიამ.