დღეს გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს ელის "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში პარიზელები პარკ დე პრენსზე "რეიმსს" უმასპინძლებენ, შეხვედრა ღამით, 00:05 საათზე დაიწყება.
Sofascore-ზე გამოქვეყნებული სავარაუდო სასტარტო შემადგენლობების მიხედვით, ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს, ოფიციალური თერთმეტეულები კი მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი.