თბილისში ახალი სტადიონი აშენდება - რამდენი იქნება მისი ტევადობა » სპორტის ხაზი

თბილისში ახალი სტადიონი აშენდება - რამდენი იქნება მისი ტევადობა

თბილისში ახალი სტადიონი აშენდება - რამდენი იქნება მისი ტევადობა
23-01-2025, 20:36
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, Silk Sport-მა მედიაში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში 70 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა დაიწყება.

ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე აღინიშნა რომ სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს და სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება.

ასევე აღინიშნა რომ ახალი, მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.

სტადიონის მშენებლობისთვის ქალაქის გარეუბანში 2 ძირითადი ლოკაციაა შერჩეული, საბოლოო გადაწყვეტილება კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჰოლანდიურ კომპანიასთან კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული. მშენებლობა 2028 წელს დასრულდება.

- დაწერა Silk Sport-მა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი