ქართველმა ფეხბურთელმა, ნიკა ჭანტურიამ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ინფორმაცია ქართულ მედიაში ოფიციალურად დადასტურდა.
ნიკა ჭანტურია 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კაპიტანი გახლდათ, ამ გუნდმა კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სამწუხაროდ, ტრავმებმა ნიკას კარიერის უფრო მაღალ დონეზე განვითარების საშუალება არ მისცა, რის გამოც მისი თავგადასავალი მალევე დასრულდა.
ნიკა ჭანტურია ბოლოს თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა.