ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერი იტალიაში განხლივის მთავარი თემაა.
გავრცელებულ ჭორებზე კომენტარის გაკეთება ქართველის თანაგუნდელს, პოლიტანოსაც მოუწია.
"ხვიჩას ტრანსფერი? ჩვენი მიზანი ახლა კონკრეტულ თამაშებზე კონცენტრაციაა. იანვარი გარდამტეხი პერიოდია და სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას დიდია შანსი, რომ მნშვნელოვანმა მოთამაშეებმა დაგვტოვონ.
მიუხედავად ამისა, ჩვენ საკუთარ თავებზე უნდა ვკონცეტრირდეთ და თვის ბოლოს ვნახავთ თუ ვინ დაგვტოვებს", - განაცხადა პოლიტანომ.
შეგახსენებთ, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას 4-5-ჯერ მაღალ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე ნაპოლიში აქვს.