ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ნაპოლიში ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა და კვარა-ნერეშის კონკურენციასაც გაუსვა ხაზი.
"მინდა ხვიჩა კვარაცხელია გავაფრთხილო - კონტე ნერეშს კონკურენციისთვის იყენებს და ბრაზილიელმაც დაამტკიცა, რომ ძლიერი მოთამაშეა. მან უკვე გააკეთა 6 საგოლე გადაცემა და მუდამ აქტიურობს.
ამ ყველაფერს კი ემატება ისიც, რომ ხვიჩას კონტრაქტის მდგომარეობა ნაპოლისთან გაურკვევლია, კონტე კი გუნდში "პატიმრებს" არ იღებს, შეასრულებ მის დავალებას? კიბატონო, მაგრამ თუ არა - გარეთ დარჩები", - განაცხადა კასანომ.