ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ სატრანსფერო ინტერესს ერთბაშად 5 კლუბი იჩენს.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი, ეკრემ კონური პლატფრომა X-ზე ავრცელებს.
იუვენტუსი, რომა, ვესთ ჰემი, ბოლონია და გალათასარაი გიორგი მიქაუტაძით არიან დაინტერესებულნი.
თავად ლიონმა ფეხბურთელის ფასი შეამცირა. ახლა ისინი მზად არიან, რომ გიორგის 25-30 მილიონ ევროდ შეელიონ.
- ამბობს ჟურნალისტი.