პსჟ არ გამოვიდა - შკრინიარი იტალიაში დაბრუნებას უახლოვდება » სპორტის ხაზი

პსჟ არ გამოვიდა - შკრინიარი იტალიაში დაბრუნებას უახლოვდება

პსჟ არ გამოვიდა - შკრინიარი იტალიაში დაბრუნებას უახლოვდება
15-12-2024, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენმა წლების წინ მილან შკრინიარი დიდი იმედებით დაიმატა, თუმცა როგორც ახლა იწერება, სლოვაკი მცველი ფრანგული კლუბის დატოვებას უახლოვდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, შკრინიარის დამატებასთან ყველაზე ახლოს ტურინის იუვენტუსია, რომელიც გამოცდილ ცენტრალურ მცველს ეძებს.

წესით, სლოვაკმა უკანახაზელმა პარიზული გუნდი ზამთარში უნდა დატოვოს და კარიერა კვლავ სერია A-ში გააგრძელოს.

შკრინიარი იტალიაში აქამდეც თამაშობდა. ის მილანის ინტერის ღირსებას იცავდა, პარი სენ-ჟერმენში კი ის 2023 წელს გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი