"საქართველო ბოლომდე იბრძოლებს, რომ ევროკავშირში შეაბიჯოს" - ირაკლი აზაროვი » სპორტის ხაზი

"საქართველო ბოლომდე იბრძოლებს, რომ ევროკავშირში შეაბიჯოს" - ირაკლი აზაროვი

"საქართველო ბოლომდე იბრძოლებს, რომ ევროკავშირში შეაბიჯოს" - ირაკლი აზაროვი
3-12-2024, 13:51
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და დონეცკის შახტარის მცველი ირაკლი აზაროვი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს უკრაინულ გამოცემა Tribuna.com-თან მიცემულ ინტერვიუში ეხმაურება.

"წავიკითხე ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რომელსაც სრულიად ვეთანხმები. საქართველო ბოლომდე იბრძოლებს, რომ ევროკავშირში შეაბიჯოს!

ის, რაც დღეს ჩემს სამშობლოში ხდება ძალიან მტკივნეულია - მხარდაჭერას ვუცხადებ ჩემს ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით მივაღწევთ ნათელ მომავალს ევროკავშირში
", - განაცხადა აზაროვმა.

შეგახსენებთ, ახლახანს ირაკლი აზაროვი 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი