ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გუნდში მეკარეების კონკურენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინაკი შეუცვლელია.
"ფაქტია, შესნი ვარჯიშებზე ძალიან კარგად ირჯება, თუმცა მთავარი მეკარის შეცვლა არ იგეგმება.
ინაკი ნომერ პირველი ვარიანტია", - განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, 34 წლის შესნიმ საფეხბურთო კარიერა გასული ზაფხულის შემდეგ დაასრულა, თუმცა ბარსელონას ინტერესის ფონზე პროფესიონალი მოთამაშის სტატუსის განახლება გადაწყვიტა.