როგორც The Athletic-მა დაწერა, მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგს კონტრაქტის გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო გადაუხადა.
ასევე, დაიწერა ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში იუნაიტედის ხელმძღვანელობას ნაადრევად გაშვებული მწვრთნელებისთვის 70 მილიონი ევრო აქვს კომპენსირებული.
მანჩესტერმა ერიკ ტენ ჰაგი არასასურველი შედეგების დაფიქსირებისთვის გაათავისუფლა, მისი ადგილი კი რუბენ ამორიმმა დაიკავა.