საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატია, რასაც მისი ყოფილი მწვრთნელი, ვალერი გაზაევი გამოეხმაურა.
მიშა არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი, სპორტსმენი, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
ის ალანიაში გამოირჩეოდა როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით, რის შემდეგაც მოწვევა მანჩესტერ სიტიდან მიიღო. ვულოცავ მას, მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითი არ ყოფილა.
- თქვა ვალერი გაზაევმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის ახალ კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" 27 ნოემბერს დაასახელა.