იტალიელმა ჟურნალისტმა, დარიო სარნატარომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, კვარა საკმაოდ ემოციური პიროვნებაა და ამიტომაც მიაქვს ყოველი ნაადრევად შეცვლა გულთან და ამას შესაბამისად გამოხატავს.
გრძნობს, რომ მისგან ბევრის მოლოდინია, ნაადრევი შეცვლები კი მის გაღიზიანებას იწვევს.
კვარა იმიტომ გამოხატავს ამ ყველაფერს ემოციურად, რომ სენტიმენტალური ადამიანია, დიდ წნეხს გრძნობს იმ მოლოდინების გამო, რაც მასზე არსებობს.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელი მოთამაშეა.
- ამბობს ჟურნალისტი.