უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ რამდენიმე დღის წინ გუნდის ქართველ ლიდერზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და ის ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ სიტის შემტევს, ჯეკ გრილიშს შეადარა.
"გიორგი ფანტასტიკური მოთამაშეა - საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ არ არის კარგი, როცა ვიღაცას ძალიან აქებ, მაგრამ გიორგი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია მსგავს ქებას გაუმკლავდეს.
ჩაკვეს ბურთის შესანიშნავად ტარება შეუძლია და ამის ის მე ახალგაზრდა ჯეკ გრილიშს მაგონებს, რომელთან ერთადაც ასტონ ვილაში ვთამაშობდი", - განაცხადა