ნაპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიეტრო ლო მონაკომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საწყენი კომენტარი გააკეთა.
აურელიო დე ლაურენტისი ნამდვილად მართალია, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროზე მეტს არ აძლევს.
ამ ფეხბურთელმა უნდა გაიაზროს, თუ რა დონის წინადადებას სთავაზობენ. საქმე ისაა, რომ ნაპოლი ხვიჩას მსგავსს ფეხბურთელს სხვაგანაც მონახავს, აი ლობოტკა კი მაგალითად ჩაუნაცვლებელია.
- ამბობს ლო მონაკო.
რაც დრო გადის, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის შანსები სულ უფრო და უფრო იზრდება.