ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ნაპოლის ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას კლუბში დარჩენა ურჩია.
"ხვიჩა მაღალ დონეზე თამაშობს და ვფიქრობ, რომ მადრიდის რეალის ან მანჩესტერ სიტის დონემდეც მიაღწევს. მანამდე კი ამ კლუბებს შეტევის ფლანგები სტაბილურად კარგი მოთამაშეებით ჰყავთ დაკომპლექტებული.
ხვიჩასთვის ჯობია თუ ნაპოლიში დარჩება და სხვა გუნდში სათადარიგოთა სკამზე თამაშს არ გარისკავს. ქართელი ნეაპოლში უყვართ და პატივს სცემენ", - განაცხადა კანავარომ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხვიჩას და ნაპოლის განახლებული, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გაეფორმებინათ, თუმცა, მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ.