მას შემდეგ, რაც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამ ჩაიარა, ვინისიუს ჟუნიორმა რეალის მაისურით 2 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე მილანის კარის აღების შემდეგ, ვინისიუსმა ამჯერად ოსასუნას შეუტია და პამპლონელებს სამი გოლი გაუტანა.
ვინისიუს ჟუნიორმა ესპანეთის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში ჯამურად 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლითაც ბრაზილიელი ბომბარდირთა დავის მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება.
გარდა ლა ლიგაში კარგი თამაშისა, ვინისიუსი ჩემპიონთა ლიგაზეც გამორჩეულია. რეალის 7-იანმა 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.