ვალენსიაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა ქალაქს უდიდესი პრობლემები შეუქმნა, რომელსაც "რეალი" გამოეხმაურა და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის დახმარებაც გამოიჩინა.
"მადრიდის რეალის ფონდი და წითელი ჯვარი ცდილობენ, რომ ქარიშხლით დაზარალებულებს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ. რეალი დაზარალებულთა ფონდს ერთი მილიონი ევროთი დაეხმარება. ამჟამად კრიტიკული მდგომარეობაა, ოჯახებს ძალიან სჭირდებათ დახმარება და სოლიდარობა".
- წერენ მადრიდელები ოფიციალურ განცხადებაში.