როგორც ნაპოლის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, ქართველმ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.
აღნიშნულ განცხადებაში წერია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიში გასტროენტერიტის გამო გამოტოვა, რის გამოც კვარას ბევრი არ უნდა გაუცდეს.
"ნაპოლიმ დღეს დილით Konami-ს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას ემპოლის წინააღმდეგ ჩაატარებს."
"ამ ვარჯიშში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიას არ მიუღია, რომელსაც პრობლემები გასტროენტერიტმა შეუქმნა", - წერია განცხადებაში.