საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის შეხვედრაში "სენტ ეტიენი" "ანჟესთან" 4:2 დამარცხდა. ზურიკო დავითაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და დუბლი შეასრულა.
"მატჩის მოგების უამრავი გზა იყო, რაც ვერ გავითავისეთ.
იმედგაცრუებული ვარ, ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ იმედია, რომ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება და სწორედ ასეთი მომენტებით ვისწავლით თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ.
შეხვედრის საუკეთესოს წოდება ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, პირველ რიგში გუნდია და შემდეგ სხვა, იქნება ეს ინდივიდუალური ჯილდოები თუ გოლები. შემდგომში აუცილებლად უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ქულები დავაგროვოთ"
- ამბობს ზურიკო მატჩის შემდეგ.