ნაპოლის ვეტერანმა, ბრუნო ჯორდანომ იტალიურ მედიასთან საუბრისას ანტონიო კონტეს გუნდთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ჯორდანოს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ფორმაციის ნაპოლიში მთავარი ვარსკვლავი არა ხვიჩა კვარაცხელია, არამედ თავად კონტეა.
მაინც მგონია, რომ გუნდის მთავარი ვარსკვლავი და მამოძრავებელი ძალა ანტონიო კონტეა. თავის მხრივ, ხვიჩა კვარაცხელიაც მარსიდანაა ჩამოსული და მისი ხილვა ჩვენი თვალებისთვის დიდად სასიამოვნოა.
იმედი მაქვს, კვარაც და ლუკაკუც მალე დაიბრუნებენ ძველ დიდებას იმ მწვრთნელის ხელში, რომელიც ფეხბურთს უდიდესი პატივისცემით ეპყრობა.
- თქვა ჯორდანომ La Gazetta dello Sport-თან.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კონტეს კვარაცხელიასადმი არსებულმა ნდობის მარაგმა გაფერმკრთალება დაიწყო. იტალიელმა მწვრთნელმა რამდენჯერმე თქვა, რომ შეტევაში არჩევანის გაკეთება ქართველსა და დავიდ ნერესს შორის მოუწევს, რომლითაც ნაპოლიში ყველა აღფრთოვანებულია.