"საქართველო გამარჯვებას არ იმსახურებდა", - უელსელი ქომაგების კომენტარები ბორჯღალოსნებთან მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

"საქართველო გამარჯვებას არ იმსახურებდა", - უელსელი ქომაგების კომენტარები ბორჯღალოსნებთან მარცხის შემდეგ

"საქართველო გამარჯვებას არ იმსახურებდა", - უელსელი ქომაგების კომენტარები ბორჯღალოსნებთან მარცხის შემდეგ
19-11-2022, 20:26
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს უკვე მეორედ, ექვსი ერის წარმომადგენელი გუნდი დაამარცხა. ამჯერად, ბორჯღალოსნებმა სტუმრად კარდიფში, უელსის ნაკრებს ისტორიაში პირველად მოუგო.

ცხადია, აღნიშნულმა მარცხმა ადგილობრივ გულშმატკივრებში არაერთგვაროვანი განცდები გამოიწვია, ზოგი აფასებს საქართველოს ნაკრების წარმატებულ შეხვედრას და გვილოცავენ, ზოგი კი მოგებას უელსის ცუდად თამაშს უფრო აბრალებს - გთავაზობთ, უელსელი ქომაგების რამდენიმე გამორჩეულ კომენტარს.

"ასე თუ გავაგრძელებთ, 6 ერში საქართველო ჩაგვანაცვლებს"

"საქართველომ რაგბის ისტორიის შესანიშნავი მოგონება შექმნა, ყოჩაღ."

"კომპლიმენტები საქართველოს, მათი გამარჯვებით მსოფლიო რაგბისთვის მშვენიერი რამ მოხდა."

"ბრავო საქართველო. ეს ქვეყანა დიდი ხანია უკვე 6 ერის კარზე აკაკუნებს, სადაც მათი მიღების დროც დადგა. თბილისი შესანიშნავ შაბათ-კვირას გაატარებს."

"ყოჩაღ საქართველო, ძლიერმა გუნდმა გაიმარჯვა. უელსი სამარცხვინოდ გამოიყურებოდა"

"საქართველოსთან არუნდა ვაგებდეთ, თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი