ნეაპოლელთა თავკაცი, ანტონიო კონტე, კომენტარს ხვიჩა კვარაცხელიაზე აკეთებს და ქართველის გუნდის ახალწვეულთან, დავიდ ნერეშთან შედარებასა და კონკურენციაზეც საუბრობს
"ნერეში სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შემოგვიერთდა. ერთი თვის შემდეგ ის უკვე სრულიად სხვა კატეგორიის ფეხბურთელია.
იგი მე ახლა საქმეს მირთულებს და დილემის წინაშე მაყენებს.
ის და კვარაცხელია, ამ ორ ფეხბურთელს შორის სხვადასხვა მსგავსება და განსხვავებაა, ნერეშიც უკვე მზადაა სასტარტო თერთმეტეულში სათამაშოდ, ასეთი ჯანსაღი სახის კონკურენცია ყოველთვის საჭიროა."
- ამბობს გამოცდილი სპეციალისტი "ემპოლისთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.