შეგიძლიათ მაგალითი ქართველებისგან აიღოთ - ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საკთარ ქომაგებს » სპორტის ხაზი

შეგიძლიათ მაგალითი ქართველებისგან აიღოთ - ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საკთარ ქომაგებს

შეგიძლიათ მაგალითი ქართველებისგან აიღოთ - ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საკთარ ქომაგებს
17-10-2024, 11:34
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა გასულ თვეში ალბანეთი სტუმრად 0:1 დაამარცხა.

გამარჯვების გარდა, ზემოთხსენებული შეხვედრა ქართველ გულშემატკივარს სხვა რამითაც დაამახსოვრდა - როცა ჩვენმა ნაკრებმა ეროვნული ჰიმნის შესრულება დაიწყო, ადგილობრივი ქომაგები ამ ფაქტს სტვენით შეხვდნენ.

ცოტა ხნის წინ, უეფას ეთიკის კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ საქციელის გამო 12 500 ევროთი დააჯარიმა + 4 750 ევრო ტრიბუნებიდან ნასროლი ნივთებისთვის.

აღნიშნულ ფაქტს, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმანდ დუკაც გამოეხმაურა და საკუთარი ქვეყნის ქომაგებს მოუწოდა, რომ მაგალითი ქართველებისგან აეღოთ, რომლებმაც ტირანაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თბილისში ჩამოსული ალბანელების ჰიმნს ტაშით შეხვდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი