მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა გასულ თვეში ალბანეთი სტუმრად 0:1 დაამარცხა.
გამარჯვების გარდა, ზემოთხსენებული შეხვედრა ქართველ გულშემატკივარს სხვა რამითაც დაამახსოვრდა - როცა ჩვენმა ნაკრებმა ეროვნული ჰიმნის შესრულება დაიწყო, ადგილობრივი ქომაგები ამ ფაქტს სტვენით შეხვდნენ.
მათდა გასაკვირად, 14 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულ ალბანელებს ქართველებმა სტვენის მაგივრად, ჰიმნის შესრულების დროს ტაში დაახვედრეს, რასაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალბანელთა თავკაციც გამოეხმაურა.
"ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაში ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მათ მადლობას ვუხდით ამისთვის", - განაცხადა სილვინიომ.
შეგახსენებთ, თბილისში გამართული შეხვედრა ალბანელების გამარჯვებით (0:1) დასრულდა.