საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩრდ.მაკედონია 2:1 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად ფლეი-ოფში მოხვდნენ.
მატჩის გმირი ნოდარ ლომინაძე გახდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საქართველოს პლეი-ოფის საგზური მოუტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა ინტერვიუ LaGazzetta-სთან ჩაწერა, სადაც ლომინაძემ თავის ემოციებზე ისაუბრა.