"სჯობდა მშვიდ გარემოში მომხდარიყო, ვიდრე ახლა" - კუჩერი უკრაინის ნაკრების პრობლემებზე საქართველომდე » სპორტის ხაზი

"სჯობდა მშვიდ გარემოში მომხდარიყო, ვიდრე ახლა" - კუჩერი უკრაინის ნაკრების პრობლემებზე საქართველომდე

"სჯობდა მშვიდ გარემოში მომხდარიყო, ვიდრე ახლა" - კუჩერი უკრაინის ნაკრების პრობლემებზე საქართველომდე
9-10-2024, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ კუჩერმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

"უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება ცუდად დაიწყო, ქართველებმა კი პირიქით, ორი თამაში მოიგეს და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან.

საქართველოსთან რთული შეხვედრა გველოდება. იმედს ვიტოვებ, რომ შედეგის მიღწევა ახალი მოთამაშეების მონდომების საფუძველზე შევძლებთ.

უკრაინის ნაკრების რვა ფეხბურთელი ტრავმირებულია, რაც სერიოზული პრობლემაა. რებროვს მათი იმედი ჰქონდა და თამაშსაც შესაბამისად გეგმავდა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ეს ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი ფაქტია, რაც თამაშზეც აისახება.

ნაკრებში რამდენიმე ახალწვეულია, მათ გუნდთან ადაპტაციის პერიოდი უნდა გაიარონ და რებროვის მოთხოვნებს შეეგუონ, რასაც დრო სჭირდება და პირველივე შეკრებაზე შეუძლებელია.

უკეთესი იქნებოდა, ეს უფრო მშვიდ გარემოში მომხდარიყო და არა უმნიშვნელოვანესი მატჩების დროს."


- ამბობს უკრაინელი.

უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს პოზნანში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი