იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ერთმანეთს საბა გოგლიჩიძის ემპოლი და ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ხვდებიან.
თუ როგორ აპირებს ემპოლი კვარაცხელიას შეჩერებას, ამავე გუნდის მწვრთნელმა, რობერტო დავერსამ ხუმრობით ასეთი რამ თქვა:
საბა გოგლიჩიძეს დავავალებ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე კვარაცხელიას ფეხში ბევრი ურტყას. ასე გაჩნდება შანსი, რომ მან ჩვენთან ვერ ითამაშოს.
- თქვა დავერსამ.
ცნობისთვის, ემპოლისა და ნაპოლის დაპირისპირება 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული, იქამდე კი საქართველო უკრაინასთან და ალბანეთთან ითამაშებს.