ალექსანდრე იაშვილი: "დინამოზე თამაშის სურვილი კი გვაქვს, მაგრამ.." » სპორტის ხაზი

ალექსანდრე იაშვილი: "დინამოზე თამაშის სურვილი კი გვაქვს, მაგრამ.."

ალექსანდრე იაშვილი: "დინამოზე თამაშის სურვილი კი გვაქვს, მაგრამ.."
4-10-2024, 14:49
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია ოქტომბრის მატჩებამდე:

ჩვენი მიზანი „დინამო არენაზე“ თამაშია. მაგრამ გვსურს, რომ სტადიონის ტრიბუნები სრულად შეივსოს. როდესაც ეს მოხერხდება, ეროვნულ სტადიონს დავუბრუნდებით. რაც შეეხება ბათუმში დაგეგმილ თამაშს, გვსურს, ნაკრები მატჩებს მხოლოდ თბილისში არ ატარებდეს.

ნაკრების ბაზა ტაბახმელას სპორტული ცენტრი არ იქნება, მაგრამ სურვილი გვაქვს, საკუთარი მოსამზადებელი ცენტრი გვქონდეს, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდი მოემზადება, მათ შორის ქალთა ნაკრებიც.

ირანში არსებული სასაზღვრო პრობლემების შესახებ გიორგი გველესიანს ველაპარაკეთ. ყველანაირად დავეხმარებით, რომ ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლაში ხელი არ შეეშალო.

- თქვა იაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი