გადაწყვეტილება მიღებულია - რამდენად ახლოსაა ხვიჩა ბარსელონაში ტრანსფერთან » სპორტის ხაზი

გადაწყვეტილება მიღებულია - რამდენად ახლოსაა ხვიჩა ბარსელონაში ტრანსფერთან

გადაწყვეტილება მიღებულია - რამდენად ახლოსაა ხვიჩა ბარსელონაში ტრანსფერთან
გუშინ, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის დაწყებამდე ბარსელონაში დიდი მსჯელობა მიმდინარეობდა იმის შესახებ თუ რომელი გარემარბის დამატება იქნებოდა ყველაზე პროდუქტიული. საბოლოოდ ესპანელებმა დანი ოლმო შეიძინეს, რომელიც ტიპური ვინგერი სულაც არაა და ბარსას მორიგი ტრანსფერის განხორციელება სურს.

გასულ პერიოდში გვერდიგვერდ ხშირად აყენებდნენ ევრო 2024-ის აღმოჩენა ნიკო უილიამსს და ხვიჩა კვარაცხელიას. თავიდან იწერებოდა, რომ ბარსელონა აქცენტს ნიკოზე აკეთებდა, მაგრამ უკანასკნელი ინფორმაციით ბლაუგრანა ხვიჩა კვარაცხელიაზეა გადართული.

ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ გადაწყვეტილება მიიღო, - კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისთვის აქტიურობას იწყებს. კონტესთან ერთად ქართველი ფეხბურთელი სეზონს შესანიშნავად იწყებს, რამაც ბარსაში გააჩინა აზრი, რომ მისი ტრანსფერი კლუბს შესანიშნავად მოერგებოდა. თავიდან კვარაცხელიაზე წინ ბარსელონასთვის უილიამსი იდგა, მაგრამ ბოლოსკენ სწორედ ქართველმა გადაწონა. ესპანელებისთვის ხვიჩას გაფორმება შეტევის გამრავალფეროვნებასა და ახალი გასაღების პოვნას ნიშნავს. ფაქტი, რომ დეკუმ კვარაცხელიასა და ნიკოს შორის უპირატესობა ქართველს მიანიჭა, ნიშნავს იმას, რომ ბარსელონას სერიოზული ფორვარდით გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.

- დაწერა ესპანურმა El Nacional-მა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ნაპოლისთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ განუახლებია, რაც ბარსას შანსებს კიდევ უფრო ზრდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი