ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, არმანდ დუკა ერთა ლიგის მნიშვნელობასა და საქართველოსთან წაგებას იხსენებს.
ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის ხარჯზე მსოფლიოს ჩემპიონატზე შეგვიძლია გასვლა. ხშირად წარმატებული პერიოდის შემდეგ ნაკრებებს ჩავარდნა ეწყებათ ხოლმე, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა.
ნახეთ, ერთა ლიგა მშვენივრად დავიწყეთ და უკრაინას გასვლაზე მოვუგეთ, საქართველოსთან კი იმიტომ წავაგეთ, რომ დაღლილები ვიყავით.
- თქვა დუკამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ალბანეთს საკუთარ კედლებში 14 ოქტომბერს მიიღებს.