იტალიური მილანისა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად პარტია ქართული ოცნების წევრმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე წლის წინ იტალიურ Secolo XIX-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფეხბურთო კარიერა გაიხსენა, სადაც მისთვის ყველაზე სახიფათო და რთულად დასაცავი ფორვარდი დაასახელა:
"ყველაზე რთულად გასამკლავებელი ფორვარდი? - ცხადია, აქ დელპიეროს ვიტყვი, რადგან მას შეეძლო, რომ ნებისმიერ მომენტში, არსაიდან ბრწყინვალე ცრუ მოძრაობა გაეკეთებინა და მეტოქე გაებითურებინა, თუმცა მალევე სერია A-ში შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა და ყველა მცველს საქმე ძალიან გაურთულა, ის ძალიან შემაწუხებელი იყო".
ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო და ის ძალიან მაღიზიანებდა" - თქვა კალაძემ.