მემარჯვენე გარემარბის მარჯვენა ფლანგზე დაყენება, - ეს ისაა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო უნარების მქონე ფეხბურთელს ყველაზე ნაკლებად სჭირდება.
ნეაპოლური რადიოს ჟურნალისტი, ვალტერ დე მაჯო პირდაპირ ამბობს, რომ პალერმოსთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ ქართველი სწორედაც რომ მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლებს.
ამ გადაწყვეტილებას კონტე მალე მიიღებს. ნახეთ პალერმოსთან ჯაკომო რასპადორი? მან ნახევარდაცვა და შეტევა ერთმანეთს შესანიშნავად დაუკავშირა.
კონტე სუ მალე შეუცვლის პოზიციებს ნერეშსა და კვარაცხელიას. ქართველი ამიერიდან მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს. ნახავთ, ეს სულ მალე მოხდება.
- ამბობს ჟურნალისტი.
სავარაუდოდ, თუ ეს მართლა მოხდა, მაშინ კვარაცხელიას მეტი აქცენტი საჯარიმოში ჩაწოდებაზე ექნება გაკეთებული და არა პირდაპირ კარისკენ წასვლაზე..